ამ გვერდის ამობედვა

ღვეზელი გვირგვინი ბეკონით და ყველით

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 1
  • კვერცხი - 2
  • ყველი - 100 გ
  • ბეკონი - 150 გ
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • ოხრახუში
  • სეზამის მარცვლები
 
მომზადების წესები
 
 
ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ 8 ან მეტი სამკუთხედი. დავალაგოთ წრიულად ერთმანეთთან ახლოს, ისე რომ ერთი სამკუთხედის კუთხე მეორეზე გადადიოდეს.
 

ცომზე დავალაგოთ ბეკონის ნაჭრები, წრიულად დავაყაროთ ყველის ნაწილი, შემდეგ დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ზემოდან კვლავ ყველი. გადავკეცოთ ცომი შიგნით და კარგად დავაფიქსიროთ. გადავუსვათ კვერცხის გული და მოვაყაროთ სეზამის მარცვლები.
 
 
ვაცხოთ 180-190 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.  მზას მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
 
 
წაკითხვა 594 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 07 2020

სიახლეები