ზაფხულში „ტორტი“ სწორედ ასეთი უნდა იყოს! - გრილი საზაფხულო სალათის მარტივი ალტერნატივა
ინგრედიენტები
- ყაბაყი - 5 ც
- კვერცხი - 3 ც
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ფქვილი - 6 სკ
- კამა - 1 კონა
- მაიონეზი - 200 გ
- ნიორი - 4 კბილი
- პამიდორი - 4 ც
მომზადების წესები
ყაბაყი გახეხეთ, მარილი მოაყარეთ და 15 წუთით დააყოვნეთ. შემდეგ კარგად გაწურეთ და ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ კვერცხი, დაჭრილი კამა და პილპილი. კარგად ამოურიეთ, შემდეგ ფქვილიც დაუმატეთ და კვლავ ამოურიეთ.
ტაფა კარგად გააცხელეთ, ცოტა ზეთი დაასხით და ყაბაყის ბლინები გამოაცხვეთ.
მაიონეზს დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ.
დაიწყეთ „ტორტის“ აწყობა: ყაბაყის ბლინზე გადაანაწილეთ მაიონეზი, თავზე პამიდვრის ნაჭრები მოალაგეთ, შემდეგ ისევ ყაბაყის ბლინი, მაიონეზი, პამიდორი...
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო
- ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ - „ოცნება“ „აგენტების კანონის“ სანაცვლოდ MEGOBARI Act-ზე
- " ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა - სანქციების დაწესების არავის ეშინია, თუმცა ეს არ არის სწორი დამოკიდებულება" - კახა კალაძე სანქციებზე
- " ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი: ან სანქცირებულმა დატოვოს ხელისუფლება, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე დატოვოს არჩევნების გზით" - ანა ნაცვლიშვილი
- "მოკავშირეებისგან სამხედრო დახმარების გადაწყვეტილებები ერთი წლით იგვიანებს " - ზელენსკი