ჟოლოს ჩიზქეიქი - ნამდვილი ნეტარება მათთვის, ვინც სრულყოფილი დესერტის ფასი იცის!
ინგრედიენტები გათვლილია 18 სმ დიამეტრის ფორმისთვის.
ინგრედიენტები
- კვერცხი - 2 ც
- შაქარი - 60 გ
- მწიკვი მარილი
- ლიმონის წვენი - 1 სკ
- 1/2 ლიმონის ცედრა
- ფქვილი - 60 გ
- ხაჭო - 250 გ
- რძე - 100 მლ
- შაქარი - 100 გ
- ვანილი
- ჟელატინი - 15 გ
- ნაღები 33% - 170 მლ
- ჟოლო - 150 გ
- ჟოლოს ჟელე: - 150 მლ
ბისკვიტი: კვერცხი გათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად. კარგად რომ ამოვა და გათეთრდება, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, ეტაპობრივად ჩააცერით ფქვილი და ხის ან სილიკონის კოვზით ფრთხილად ამოურიეთ. გადაიტანეთ გამოსახობ ფორმაში და გამოცხვეთ 175 გარდუსზე 20 წუთით.
გაგრილებული ბისკვიტი ძალიან მაღალი თუ მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ, 1/3 ნაწილი მოაჭრათ. გადაიტანეთ ბისკვიტი მაღალ საკონდიტრო ფორმაში და გვერდებში საკონდიტრო ცელოფანი დაუფინეთ.
ხაჭოს მუსი: ჟელატინი წყალში დაალბეთ. რძეს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და მოურიეთ. გაზზე დადგით, შაქარი რომ გადნება, გადმოდგით და ჟელატინი დაუმატეთ. ჟელატინიც რომ გადნება, ეს მასა გააგრილეთ და ხაჭოს დაუმატეთ, კარგად დააბლენდერეთ. ნაღები კარგად ამოიყვანეთ (გაითვალისწინეთ, ძალიან ცივი უნდა იყოს) და ხაჭოს მასას დაუმატეთ. ხის ან სილიკონის კოვზით მოურიეთ.
ბისკვიტი რძით ან სიროფით დანამეთ და ხაჭო მუსი ჩაასხით. შედგით მაცივარში 1 საათით.
ტორტის თავზე ჟოლო მოალაგეთ, შემდეგ გამზადებული და გაგრილებული ჟელე მოასხით (ჟელეს მომზადების წესსა და პროპორციებს შეფუთვაზე ნახავთ). დააყოვნეთ მაცივარში კიდევ 1 ან ორი საათით. შემოაცალეთ ფორმა და მიირთვით.
სიახლეები
- „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 69% აიღო და სახელმწიფოებს შორის მე-5 ადგილზე გავიდა
- ,,უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის შემდგომ ოკუპაციას ნიშნავს"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- ამსტერდამში ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ
- ტრამპი პუტინთან საუბარს არ გამორიცხავს
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა დაუშვებლად ცნო