ამ გვერდის ამობედვა

თაშმიჯაბი - როგორ უნდა მოამზადოთ სვანური სამზარეულოს სიამაყე

ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს უნი­კა­ლურ გე­მო­ზე ქარ­თვე­ლე­ბიც და უცხო­ე­ლე­ბიც ერ­თხმად თან­ხმდე­ბი­ან.

თუმ­ცა, არის კერ­ძე­ბი, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად ვიც­ნობთ და მხო­ლოდ ამა თუ იმ კუ­თხე­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ და­ვა­გე­მოვ­ნებთ ხოლ­მე. ერთ-ერთი ასე­თია თაშ­მი­ჯა­ბი - თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სვა­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს სი­ა­მა­ყე, რო­მელ­საც სვა­ნეთ­ში ყველ­გან აკე­თე­ბენ და სტუმ­რებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით უმას­პინ­ძლდე­ბი­ან.

 

 

თაშ'მ'ჯაბ (ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავს მო­ხარ­შულ ყველს), ზემო სვა­ნეთ­ში შუ­შას და მერ­წვსაც ეძა­ხი­ან - კარ­ტო­ფი­ლის მდუ­ღა­რე პი­უ­რე­ში ჩა­ზე­ლი­ლი ახა­ლი ყვე­ლია, ამი­ტო­მაც მას ხში­რად სვა­ნურ ელარჯსაც უწო­დე­ბენ. მისი მომ­ზა­დე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ცოტა ინ­გრე­დი­ენ­ტსა და მცი­რე დროს მო­ი­თხოვს. ძნე­ლია, მის და­გე­მოვ­ნე­ბა­ზე ვინ­მემ უარი თქვას. რა თქმა უნდა, უმ­ჯო­ბე­სია თაშ­მი­ჯა­ბი სვა­ნე­თის მთებ­ში ყოფ­ნი­სას გა­სინ­ჯოთ, თუმ­ცა მისი მომ­ზა­დე­ბა და და­გე­მოვ­ნე­ბა, არც სახ­ლში იქ­ნე­ბა ური­გო.

 

თაშ­მი­ჯა­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ კარ­ტო­ფი­ლი, - სა­სურ­ვე­ლია სვა­ნეთ­ში მოყ­ვა­ნი­ლი, რად­გან ამ კერძს გან­სა­კუთ­რე­ბულ გე­მოს ზუს­ტად ად­გი­ლობ­რი­ვი კარ­ტო­ფი­ლი სძენს, ასე­ვე ჭყინ­ტი ყვე­ლი (ახა­ლი, რბი­ლი სულ­გუ­ნიც შე­იძ­ლე­ბა), წყა­ლი და მა­რი­ლი.

 

 
მომ­ზა­დე­ბა: კარ­ტო­ფი­ლი მო­ხარ­შეთ კა­ნი­ა­ნად, მა­რი­ლი­ან წყალ­ში. მო­ხარ­შვის­თა­ნა­ვე გა­ა­ცა­ლეთ კანი და და­ჭე­რით ან გა­ხე­ხეთ, გა­ზ­ქუ­რა­ზე შე­მოდ­გით ქვა­ბი და დაჭ­რი­ლი კარ­ტო­ფი­ლი მო­ამ­ზა­დეთ, რო­გორც პი­უ­რე. კარ­გად მო­ზე­ლილ კარ­ტო­ფილს ჩა­ა­ჭე­რით ჭყინ­ტი ყვე­ლი და შე­ა­ზი­ლეთ მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლი არ დად­ნე­ბა და წელ­ვა­დი არ გახ­დე­ბა. ძა­ლი­ან სქე­ლი რომ არ გა­მო­ვი­დეს და­უ­მა­ტეთ თბი­ლი რძე ან კარ­ტო­ფი­ლის ნა­ხარ­ში წყა­ლი და მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით. მი­ი­ღებთ შე­სა­ნიშ­ნავ კერძს!

 

თუ ამ კერძს სახ­ლში ამ­ზა­დებთ, უკე­თე­სია, თუ მას ქვა­ბი­დან სას­წრა­ფოდ თეფ­შზე გა­და­ი­ტანთ და ასე­ვე სწრა­ფად მი­ირ­თმევთ, რომ არ გა­ცივ­დეს. ამას­თან, შე­გიძ­ლი­ათ ბურ­თუ­ლე­ბი გა­ა­კე­თოთ, გა­ა­ცი­ვოთ - ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლი წელ­ვა­დი აღარ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ორი­გი­ნა­ლუ­რი კერ­ძი-სტარ­ტე­რი გა­მო­გი­ვათ.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1867 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 21 2020

სიახლეები