ამ გვერდის ამობედვა

მხოლოდ 3 ინგრედიენტი და ღრუბელივით ფაფუკი ცივი დესერტი მზად არის!

ინგრედიენტები

  • სასურველი ხილი - 250 გ
  • შაქარი - 60 გ
  • კვერცხის ცილა - 2 ც

 

 

მომზადების წესები

 

ხილი დაჭერით და გაყინეთ.

 

კვერცხის ცილას დაუმატეთ შაქარი და ორთქლის აბაზანაზე დადგით. ხელის სათქვეფით ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ (ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში).

 

გაყინული ხილი დააბლენდერეთ, დაუმატეთ შაქრიანი ცილა და 5 წუთის განმავლობაში კარგად თქვიფეთ. მასა კარგად ამოვა და ჰაეროვანი გახდება.

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 720 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 25 2020