გემრიელი დესერტი მთელი ოჯახისთვის - შოკოლადის პუდინგი

დაგჭირდებათ:


1 ლიტრი რძე
1 სუფრის კოვზი ფქვილი
2 სუფრის კოვზი სახამებელი
1/2 ჭიქა ნაღები
3 სუფრის კოვზი კაკაო
1 ჭიქა შაქარი (ნაკლებიც შეიძლება)
1 კვერცხის გული

მომზადება
:
რძეში დაუმატეთ ნაღები და ათქვიფეთ. იქვე დაუმატეთ კვერცხის გული. მერე თანდათან არევით ჩაყარეთ შაქარი, სახამებელი, ფქვილი და კაკაო. ეს ნარევი 15 წუთით დადგით ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. როცა პუდინგი შესქელდება, გამორთეთ ცეცხლი. 
მზა პუდინგი ჩამოასხით ჭიქებში ან ფიალებში. დააცადეთ გაგრილება და მაცივარში შედგით 2,5 საათით. 
ასეთი შოკოლადის პუდინგი ძალიან უხდება ბლინებს, კექსებს, ხილის ღვეზელებს, ორცხობილებს. ასევე გემრიელია, როგორც დამოუკიდებელი დესერტი.

mshoblebi.ge
წაკითხვა 1742 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.