ამ გვერდის ამობედვა

სოკოს სუპი უნგრულად

ინგრედიენტები

  • კარაქი - 4 ს/კ
  • ხახვი - 2 ცალი
  • სოკო, დაჭრილი - 450 გ
  • კამა დაჭრილი - 2 ს/კ
  • პაპრიკა - 1 ს/კ
  • სოიოს სოუსი - 1 ს/კ
  • ქათმის ნახარში - 450 გ
  • რძე - 250 გ
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • მარილი - 1 ს/კ
  • შავი პილპილი - გემოვნებით
  • ლიმონის წვენი - 2 ს/კ
  • დაჭრილი ოხრახუში - 10 გ
  • არაჟანი - 115 გ
 
 
მომზადების წესები

 

აიღეთ ქვაბი და მასში გაადნეთ კარაქი. მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი 5 წუთის განმავლობაში, დააყარეთ დაჭრილი სოკო და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი. დაუმატეთ კამა,პაპრიკა,სოიოს სოუსი და  ქათმის ნახარში, დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთი. აიღეთ თასი , სადაც უნდა აურიოთ ფქვილი და რძე. ჩაასხით ეს მასა სუპში და გააჩერეთ 15 წუთი , თავდახურულ მდგომარეობაში. საბოლოოდ, დაუმატეთ მარილი, ოხრახუში,შავი პილპილი და არაჟანი - ამოურიეთ კარგად და გააჩერეთ 3-5 წუთი, დაბალ ცეცხლზე. 

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 578 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 05 2020