როგორ შევწვათ ქათამი ტაფაზე იდეალურად? გამოდის ძალიან არომატული!

ინგრედიენტები

  • ქათამი (მთლიანი)
  • ნიორი - 6 კბილი
  • ქინძი - 20 გ
  • მარილი - 1 ს/ლ
  • პილპილი - 1 ჩ/კ
  • ხმელი სუნელი - 1 ჩ/კ
  • დაფქული პაპრიკა - 1 ჩ/კ
  • კარაქი - 3 ს/კ
  • წყალი - 230 მლ
 
 
მომზადების წესები
 

გაასუფთავეთ და გაჭერით ქათამი ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული.

 

тушка

 

მოაყარეთ მარილი და წიწაკა ორივე მხრიდან.

 

посолить

 

გააცხელეთ ტაფა, ჩაადნეთ კარაქი და მოათავსეთ ქათამი გულ-მკერდით.

 

курица на сковороде

 

დაახურეთ თეფში, რომელიც დიამეტრით ტაფაზე პატარა იქნება და დაადეთ ზემოდან რაიმე მძიმე, მაგალითად წყლით სავსე ჯამი. მთავარია დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი მყარადაა. ასე შეწვით ქათამი ორივე მხრიდან.

 

груз

 

სანამ ქათამი შეიწვება, დაიწყეთ სოუსის მომზადება.

 

წვრილად დაჭერით ნიორი და ქინძი. თასში მოათავსეთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, პაპრიკა, ხმელი სუნელი, წყალი და მოურიეთ კარგად. სოუსი მზადაა!

 

соус

 

მოასხით სოუსი ქათამს, დაახურეთ თავზე და 7 წუთი დაბალ ცეცხლზე დატოვეთ.

 

тушим курицу

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 688 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.