სამარხვო ყავის კექსი - ფაფუკი, ჰაეროვანი და საოცარი არომატით!
ინგრედიენტები
- ფქვილი - 250-300 გ
- ხსნადი ყავა - 2 ჩ/კ
- შაქარი - 200 გ
- თაფლი - 2 ს/კ
- სოდა - 1 ჩ/კ
- ნიგოზი - 100 გ
- ქიშმიში - ან სხვა ჩირი 100 გ
- მწიკვი მარილი
- შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადება:
მოამზადეთ ყავა: 250 მლ ცხელ წყალში გახსენით 2 სასვე ჩ/კ ყავა და მოურიეთ.
ჩაასხით ჯამში ჯერ კიდევ ცხელი ყავა, დაუმატეთ შაქარი, თაფლი, მარილი და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ, რომ გაგრილდეს.
ნიგოზი დააქუცმაცეთ ბლენდერით ან დაჭერით წვრილად.
ცალკე ერთმანეთში აურიეთ ნიგოზი და ჩირები, დაუმატეთ დაახლოებით 1 ს/კ ფქვილი და აურიეთ.
როცა ყავის მასა ოთახის ტემპერატურის გახდება, დაუმატეთ სოდა.
ფქვილი გაცერით და შეურით ყავის მასას პატარა ულუფებად. ასევე პარალელურად დაუმატეთ ნიგვზისა და ჩირების მასა.
ყველაფერი კარგად აურიეთ - პროცესში ნახავთ, ცომი როგორ აქაფთება - ეს სწორია (სოდის რეაქცია წავა), გააგრძელეთ ფქვილი თანდათანობით დამატება და თან მორევა.
შედეგად უნდა მიიღოთ ოლადების ცომზე ოდნავ სქელი მასა.
გააჩერეთ ცომი 20 წუთით.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი.
ჩაასხით ცომი და აცხვეთ დაახლოებით 60-80 წუთი 180 გრადუსზე.
გაგრილებულ კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი