April 25, 2024

"ოჯახური" - კერძი მთელი ოჯახისთვის

 

ინგრედიენტები

 
  • კარტოფილი - 1.5 კგ
  • ღორის ხორცი - 1 კგ
  • ხახვი - 500 გ
  • მარილი და პილპილი
  • მომზადების წესები
    ხორცი, სასურველია შერეული ტიპის იყოს, ძვლიანიც და რბილიც, ზომიერად ცხიმიანი

    გავახუროთ სქელძირიანი ტაფა და მაღალ ცეცხლზე დავბრაწოთ ხორცის ნაჭრები. ჯერ ცხიმიანი ნაჭრები ჩავყაროთ, შემდეგ კი უცხიმო დავამატოთ. 5-7 წუთის შემდეგ, დაბრაწული ხორცი ცალკე ამოვიღოთ, დარჩენილ ცხიმში კი ალყა-ლაყად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ, გადავიტანოთ ხორცთან, იგივე ტაფაში და დაჭრილი კარტოფილი შევწვათ. სანახევროდ შემწვარ კარტოფილს დავამატოთ ხახვი და ხორცი, იმ წვენიანად, რასაც ხორცი გამოუშვებს.
    მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარგად ამოვურიოთ და საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე დავასრულოთ მომზადება, თავსახურის გარეშე
    სუფრასთან მომზადებისთანავე მივიტანოთ, გარნირად ცოცხალი ან დამწნილებული ბოსტნეული, ტყემალი, აჯიკა მოვუდგათ.
  • წყარო:gemrielia.ge
  • წაკითხვა 1130 ჯერ

    სიახლეები

    ჩვენს შესახებ

    მოკლე ინფო

    ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

    ჩვენს შესახებ

    საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.