ფრანგული დესერტი - მსხალი შოკოლადში ნაყინით

დესერტი მზადდება  სწრაფად, მხოლოდ ყველაზე, ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის! 

ხოლო სუფრასთან მიდის დიდი გრძნობით! 

ინგრედიენტები

  • წყალი - 125 მლ
  • შაქარი - 1 ს/კ
  • დარიჩინი - 1 ჩხირი
  • 1 ლიმონის ცედრა და წვენი
  • მსხალი - 2 ცალი მოზრდილი
  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • ნაღები 35 %-38% - 200 მლ
  • კონიაკი - 1 ს/კ
  • ვანილის ნაყინი
 
 
მომზადების წესები
 

აადუღეთ 125 მლ წყალი შაქრით, რადითინით, ლიმონის წვენით და ცედრით. 

 

მსხალი გაფცქვენით, გაჭერით შუაზე და ამოაჭერით გულები.

 

მსხლის ნაჭრები მოათავსეთ სიროფში, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 8-10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 2 საათი სიროფში.

 

შოკოლადი დაამტვრიეთ და გაადნეთ ნაღებთან ერთად წყლის აბაზანაზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოდგით წყლის აბაზანიდან და წვეთ-წვეთობით დაუმატეტ კონიაკი.. თან ურიეთ.

 

4 ცალ  ფიალაში გაანაწილეთ მსხლის ნაჭრები. დაუდეთ ნაყინის მოზრდილი ბურთულა. მოასხით  შოკოლადის თბილი სოუსი. 
 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 578 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.