ამ გვერდის ამობედვა

ცივი დესერტი „ნაყინის მაგიერ“ - შოკოლადისა და ბანანის ჰაეროვანი სუფლე

ინგრედიენტები

  • რძე - 2.5% - 300 მლ
  • ბანანი - 1 ც
  • კაკაო - 1.5-2 სკ
  • ჟელატინი - 10 გ
  • წყალი - 40 მლ
  • თაფლი, ნეკერჩხლის ან აგავის სიროფი ან სხვა ნებისმიერი დამატკბობელი - 2 სკ
 
მომზადების წესები
 

ჟელატინი წყალში დაალბეთ, 10-15 წთ გააჩერეთ.

 

ბანანი დაჭერით, დაუმატეთ კაკაო, რძე და დამატკბობელი. კარგად დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ გამდნარი ჟელატინი (ჟელატინის გადნობა მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე შეგიძლიათ).

 

გადაანაწილეთ სითხე ჭიქებში და შედგით მაცივარში 3-4 საათით.

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 730 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 25 2020