ამ გვერდის ამობედვა

შოკოლადის ტრუფელების საუკეთესო რეცეპტი!

ინგრედიენტები

 

  • შოკოლადი - 500 გ
  • მოხარშული შესქელებული რძე - 200 გ
  • ნაღები - 100 მლ
  • ვისკი - 4 ს/კ
  • კაკაო - ამოსავლებად
 
მომზადების წესები

ყველა ინგრედიენტი, ვისკის გარდა, მოათავსეთ თასში და გაადნეთ ორთქლზე. კარგად აურიეთ რომ მიიღოთ ერთგვაროვანი, პრიალა მასა. შეგიძლიათ , დაუმატოთ 2 ჩ.კ კაკაოც. გადმოიღეთ ორთქლიდან და შეაგრილეთ, დაამატეთ ვისკი და ისევ კარგად მოურიეთ. გააციეთ და შედგით მაცივარში 1 ღამით.

შემდეგ გააკეთეთ პატარა გუნდები და ამოავლეთ კაკაოში ან დაფქულ თხილში.

გემრიელად მიირთვით!

gemrielia.ge

წაკითხვა 1731 ჯერ

სიახლეები