ამ გვერდის ამობედვა

„რომანოფი“ - გამომცხვარი ყველიანი კარტოფილი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • ხახვი - 1 თავი
  • ყველი ჩედერი - 300 გ
  • არაჟანი - 1,5 ჭიქა
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
 
 
მომზადების წესები

 

გახეხეთ მსხვილად კარტოფილი, დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ხახვი, გახეხილი ყველი ჩედერი (1/4 გადადეთ ცალკე), მარილი და ახალდაფქული პილპილი. დაუმატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ.

 

წაუსვით გამოსაცხობ ფორმას ზეთი. გაანაწილეთ ფორმაში კარტოფილის მასა, მოაყარეთ გადადებული ყველი და აცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 636 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 11 2020