ამ გვერდის ამობედვა

ხაჭოს ნამცხვარი ჟოლოთი და მოცვით ფქვილის გარეშე - ნამდვილი საზაფხულო დესერტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 600 გ
  • არაჟანი - 350 გ
  • კვერცხი - 4 ც
  • შაქარი - 90 გ
  • ვანილი
  • სახამებელი - 30 გ (კარტოფილის)
  • ჟოლო - 150-200 გ
  • მოცვი - 150 გ
 
 
მომზადების წესები
 

კვერცხის გული და ცილა განაცალკევეთ. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხის გული, სახამებელი, 250 გ არაჟანი და ჟოლო. ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, მზად არის.

 

კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ მწიკვ მარილთან ერთად. მასა რომ გათეთრდება და ამოვა, შაქარი შეათქვიფეთ (დაახლოებით, 50 გრამი). ბეზე კარგად რომ ამოვა, ხის ან სილიკონის კოვზით შეურიეთ ხაჭოს ცომს ნელ-ნელა, ეტაპობრივად. ცომი გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის, პერგამენტიან ფორმაში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-60 წუთით.

 

კრემის მოსამზადებლად 100 გ არაჟანს 2 სკ შაქარი დაუმატეთ. გადაანაწილეთ გამომცხვარ ბისკვიტზე, თავზე მოცვი მოაწყვეთ.

 

გემრიელად მიირთვით!

 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 949 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 11 2020

სიახლეები