ამ გვერდის ამობედვა

ყველაზე გემრიელი და მარტივი მობრაწულა სოკოთი და ხორცის ფარშით

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო - 300 გ
  • გახეხილი ყველი - 200 გ
  • არაჟანი - 2 ს/კ
  • მაიონეზი - 2 ს/კ
  • საქონლის ხორცის ფარში - 300 გ
  • კარტოფილი - 5-6 ცალი, საშუალო ზომის
  • ხახვი - 2-3 თავი
  • მარილი და პილპილი

 

მომზადების წესი:


გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით ლითონის ფირფიტას ზეთი ან ზეითუნის ზეთი.


დააწყვეთ ფენა-ფენა ინგრედიენტები.


პირველი ფენა – ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი;


მე-2 ფენა – მრგვალ, თხელ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, მარილი და პილპილი.


მესამე ფენა – ხორცის ფარში – მარილი და პილპილი;


მეოთხე ფენა – დაჭრილი ქამა სოკო;


მეხუთე ფენა – გახეხილი ყველი;


მეექვსე ფენა მაიონეზი და 2 კოვზი არაჟანი.


აცხვეთ 30-40 წუთი.

 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 772 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 22 2020

სიახლეები