სამარხვო შოკოლადის ტორტი ყავის არომატით, რომელიც შეუცვლელი გახდება

ინგრედიენტები

ბისკვიტი:

  • შაქარი - 400 გ
  • მდუღარე წყალი - 500 მლ
  • მცენარეული ზეთი - 125 მლ
  • ძმარი - 1 სკ
  • გამაფხვიერებელი - 2 სკ
  • ხსნადი ყავა - 2 სკ
  • მარილი - 1 სკ
  • კაკაო - 100 გ
  • ფქვილი - 300 გ
 
კრემი:
  • სამარხვო კარაქი - 1 ჭიქა
  • კაკაო - 130 გ
  • შაქრის პუდრა - 725 გ
  • მცენარეული რძე - 160 მლ
  • ვანილი
  • მარილი - 1/2 სკ
 
მომზადების წესები

შაქარს დაუმატეთ ზეთი, ძმარი და მდუღარე წყალი. სწრაფად გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ყავა, მარილი, ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გათქვიფეთ.

 

მიღებული ცომი გადაანაწილეთ 2 (20 სმ დიამეტრის) ფორმაში (წინასწარ ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, გვერდებზე კი ცხიმი წაუსვით) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით.

 

კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ კაკაო და გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი, ვანილი და რძე. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, შაქრის პუდრაც დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ. სქელი კრემი უნდა მიიღოთ.

 

გამომცხვარ და გაგრილებული ბისკვიტების ზედაპირი გადაასწორეთ (ზედმეტი თავი მოაჭერით) და დაკრემეთ. 

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 1775 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 24 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.