სამარხვო შოკოლადის ტორტი ყავის არომატით, რომელიც შეუცვლელი გახდება
ინგრედიენტები
ბისკვიტი:
- შაქარი - 400 გ
- მდუღარე წყალი - 500 მლ
- მცენარეული ზეთი - 125 მლ
- ძმარი - 1 სკ
- გამაფხვიერებელი - 2 სკ
- ხსნადი ყავა - 2 სკ
- მარილი - 1 სკ
- კაკაო - 100 გ
- ფქვილი - 300 გ
კრემი:
- სამარხვო კარაქი - 1 ჭიქა
- კაკაო - 130 გ
- შაქრის პუდრა - 725 გ
- მცენარეული რძე - 160 მლ
- ვანილი
- მარილი - 1/2 სკ
მომზადების წესები
შაქარს დაუმატეთ ზეთი, ძმარი და მდუღარე წყალი. სწრაფად გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ყავა, მარილი, ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გათქვიფეთ.
მიღებული ცომი გადაანაწილეთ 2 (20 სმ დიამეტრის) ფორმაში (წინასწარ ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, გვერდებზე კი ცხიმი წაუსვით) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით.
კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ კაკაო და გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი, ვანილი და რძე. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, შაქრის პუდრაც დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ. სქელი კრემი უნდა მიიღოთ.
გამომცხვარ და გაგრილებული ბისკვიტების ზედაპირი გადაასწორეთ (ზედმეტი თავი მოაჭერით) და დაკრემეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი