March 29, 2024

როგორ შევინარჩუნოთ მწვანილი უფრო დიდხანს – 5 სასარგებლო რჩევა მისი შენახვისა და სწორად დამუშავების შესახებ

ნებისმიერი საკვები მწვანილი -  ყველანაირი ჯიშის სალათის ფოთოლი და ფოთლოვანი ბოსტნეული, კერძს არომატულსა და გემრიელს ხდის. როგორ გამოვიყენოთ სწორად და შევინახოთ დიდხანს?

 

იხილეთ 5 რჩევა მწვანილის სწორად შერჩევის, შენახვისა და დამუშავების შესახებ: 

 

 

1. მოწყვიტეთ მშრალ ამინდში და არასდროს შეიძინოთ დანამული მწვანილი

არასოდეს დაკრიფოთ მწვანილი წვიმის შემდეგ, თუნდაც ძალიან გსურდეთ მისი სალათისთვის დამატება. წვიმის წყალი აფუჭებს გემოს, მაშინაც კი, თუ ფოთლებს გააშრობთ.

 

2. შეინახეთ მაცივარში ან ჩადეთ წყალში

ნებისმიერი ახალი მწვანილი ინახება მცირე დროით. მაცივარში მაქსიმუმ 5 დღე ძლებს.  შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ მისი სიცოცხლე, თუ მწვანილს შაქრიან წყალში მოათავსებთ. 

 

მეორე გზაა, ჰორიზონტალურად დაალაგოთ ღეროები და ლითონის ჭურჭელში შეინახოთ, რადგან პლასტმასის კონტეინერში მწვანილი სწრაფად ლპება.

 

 

3. მოაცილეთ დაზიანებული ყლორტები

კარგად გარეცხვა არ არის საკმარისი, მოაცილეთ დაზიანებული ყლორტები და მოათავსეთ მწვანილი კარგად დამარილებულ წყალში, ისე რომ მწვანილი ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს.  გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მსუბუქად გამოწურეთ და გარეცხეთ ონკანის ქვეშ. ამ გზით თქვენ მოიშორებთ ქვიშას და ყველა იმ ბაქტერიას, რაც შეიძლება არსებობდეს მწვანილზე.

 

4. გამოშრობა გამოყენებამდე

გარეცხილი მწვანილი გამოყენებამდე კარგად გააშრეთ ჩაის ტილოზე ან ქაღალდის ხელსახოცზე.

 

 

5. დაჭერით მხოლოდ ბასრი დანით

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბასრი დანა. თუ დაქუცმაცების შემდეგ დაფაზე რჩება მწვანე ზოლები, აუცილებლად უნდა თქვათ უარი ამ დანის გამოყენებაზე. 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 869 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.