April 26, 2024

ქართული ქვევრის ღვინო ლოს-ანჯელესში წარადგინეს

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში “RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდენ. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი იყო. 

 
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ტიბაანი“, „მეღვინეობა ართანა“, „ღვინის ქურდები“, „ახმეტის ღვინის სახლი“ და „ნიკალას მარანი“. 
 
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. აღნიშნული კომპანიები ასევე ნოემბრის დასაწყისში ქალაქ ნიუ-იორკში გამარულ ამავე ფორმატის გამოფენაზე „,RAW Wine NY“ მონაწილეობდნენ. 
 
„RAW Wine” ლოს-ანჯელესში მეორედ იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა. გამოფენაზე ქართული ღვინო გასულ წელსაც იყო წარმოდგენილი.
წაკითხვა 3416 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 13 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.