April 26, 2024

იტალიური ომლეტი ფრიტატა

იტალიური ომლეტის მომზადება ძალიან მარტივი და სახალისოა. მოიმარაგეთ ბოსტნეული და შეუდექით გემრიელი საუზმის მომზადებას.

 

რეცეპტის აღწერა

იტალიური ომლეტი ფრიტატას მომზადებისას მთავარი ინგრედიენტი არის არა კვერცხი არამედ მსხვილად დაჭრილი ბოსტნეული, ამიტომ დავეშუროთ ბევრ ბოსტნეულს. კვერცხის ფუნქცია ამ მასის გაერთიანებაა. გამოდის დიდი მოცულობის, რელიეფური და ლამაზი საუზმე. ომლეტი თავდაპირველად მზადდება ტაფაზე, ხოლო შემდეგ იდგმევა ღუმელში. თუ ღუმელი არ გაქვთ, მაშინ ტაფას მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, ცეცხლს კი დაუწიეთ.

რეცეპტის ინგრედიენტები
 
6   ცალი კვერცხი
 
3   ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
 
1   თავი წითელი ხახვი
 
1   კონა ოხრახუში
 
150   გრ. ბროკოლი
 
1⁄4  ცალი ლიმონი
 
2   ს/კ ზეითუნის ზეთი
 
2   კბილი ნიორი
 
30   გრ. კარაქი
 
მუსკატის კაკალი გემოვნებით
 
პაპრიკა გემოვნებით
 
1   პატარა კონა ქონდარი
 
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების საფეხურები

შევურიოთ კვერცხს მარილი, მუსკატის კაკალი და პაპრიკა.

ბროკოლი დავყოთ, ნაწილებად. ხახვი დავჭრათ რკალებად.

ნიორი და ოხრახუში წვრილად დაჭერით, შეაზავეთ ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით.

დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში დარბილებამდე, დავუმატოთ ბროკოლი, მოვთუშოთ კიდევ 1 წუთი, რის შემდეგაც დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და ვთუშოთ კიდევ 1 წუთი. დავუმატოთ ქონდარის ფოთლები, 1 წუთის შემდეგ კი ოხრახუში ნივრით ლიმონის და ზეითუნის წვენით. 30 წამის შემდეგ კი მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი.

კვერცხი როცა დაიწყებს მზადებას ტაფა შედგით ღუმელში 5-7 წთ. განმავლობაში (წინასწარ გააცხელეთ ღუმელი180 გრადუს ტემპერატურაზე). მაგიდაზე მიტანისას მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარის ფოთლები.

kulinaria.ge

წაკითხვა 1039 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.