შემოდგომის მთავარი კერძი - გოგრა ოსპითა და ხორცის ფარშით

ინგრედიენტები

 

  • გოგრა - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნუშის ფირფიტები - 20 გრ
  • ოსპი - 240 გრ
  • საქონლის ხორცის ფარში - 100 გრ
  • ნიორი - 2 კბილი
  • პომიდორი - 2 ცალი
  • ქოქოსის რძე - 200 მლ
  • ზეთი
  • ქარის სანელებელი
  • ცხარე წიწაკა - 1 ცალი
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები
 

გოგრას მოვაჭრათ თავი, გულში თესლი ამოვაცალოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, შიგნიდან წავუსვათ ზეთი და შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით, სანამ დაიბრაწება. პარალელურად ნიორი დავნაყოთ, წიწაკა და პომიდორი დავჭრათ, დავკეპოთ ოხრახუში. ტაფაში გავაცხელოთ 2 სკ ზეთი, დავუმატოთ ნიორი, ქარის სანელებელი და მოვშუშოთ 1 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ ხორცის ფარში, პომიდორი, ქოქოსის რძე, ოსპი და წიწაკა. ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში, როცა შესქელდება სოუსი, დავუმატოთ ისპანახი, ნახევარი ოხრახუში, მარილი და პილპილი. მომზადებული მასა მოვათავსოთ გოგრაში, მოვაყაროთ ნუში და დანარჩენი ოხრახუში. 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 696 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.