ამ გვერდის ამობედვა

როდის გაიხსნება ბაღები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები - ჩხენკელის განმარტება

15 თებერვლიდან, მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე, საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

 

ჩხენკელის თქმით, რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება.

 

"მინდა, მივულოცო საზოგადოებას ეს ამბავი. როგორც იცით, ორშაბათს დაიწყო სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა. 15 თებერვლიდან, ამ სამ ქალაქშიც დაიწყება სწავლა და შესაბამისად, მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე, საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება. კონკრეტული თარიღების შესახებ, ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ სკოლებში როგორც იყო, არის და იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო", - განაცხადა ჩხენკელმა.

წაკითხვა 434 ჯერ

სიახლეები