რა არის კორონავირუსის შტამი

კორონავირუსის შტამები არის ვირუსული ვარიანტები, რომლებიც ფუნქციურად უნიკალურად მიიჩნევა, რათა მნიშვნელოვნად გამოირჩეოდეს.

როდესაც ვირუსი მასპინძელ უჯრედში საკუთარი გენომის ნაწილაკებს, ანუ ვირიონებს აკოპირებს და ამ გზით ამრავლებს, შეიძლება მოხდეს სპონტანური მუტაციები. ასეთ გენეტიკურ ცვლილებათა უმეტესობას ვირუსის ფუნქციაზე მხოლოდ მცირე გავლენა აქვს, მაგრამ ეპიდემიოლოგებს საშუალებას აძლევს, რომ საზოგადოებაში ვირუსის გავრცელების მახასიათებლებს დააკვირდნენ.

ზოგიერთი მუტაცია ვირუსის ფუნქციის ეფექტიანობას ამცირებს ან მასპინძლის უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს. როგორც წესი, ისინი იღუპებიან, რადგან კონკურენცია უწევთ უფრო ჩუმ, ეფექტიან ვერსიებთან. ზოგჯერ ცვლილება ვირუსს კიდევ უფრო დიდ უპირატესობას აძლევს და სწრაფ გავრცელებაში ეხმარება — ეკვრის ახალ რეცეპტორებს ან იმუნურ სისტემას უსხლტება ხელიდან.

მეცნიერული თვალსაზრისით, არ არსებობს სტანდარტიზებული განსხვავება ფიზიოლოგიაში, ქიმიურ შემადგენლობასა და გენეტიკურ თანმიმდევრობაში, რომელიც ავტომატურად განსაზღვრავდა ახალ შტამს.

ასეთი „შეცვლილი“ ვირუსები, რომლებიც უკეთესად ან უარესად, ანდაც უბრალოდ განსხვავებულად ფუნქციონირებენ, შეიძლება დახარისხდეს შტამებად, რათა უფრო გაადვილდეს მათი შესწავლა და მოსახლეობაში გავრცელების პროგნოზირება.

 

SARS-CoV-2-ის რამდენი შტამი არსებობს?

არსებობს SARS-CoV-2-ის (COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი) სულ მცირე ცხრა ვარიანტი, რომლებიც ფუნქციურად საკმარისად არის განსხვავებული იმისათვის, რათა შტამებად ჩაითვალოს.

2020 წლის შუაში, როდესაც მსოფლიოში პანდემიამ დაიწყო მძვინვარება, ვირუსოლოგებმა გამოარჩიეს ვირუსის ექვსი იზოლატი, რომლებიც სტრუქტურულად საკმარისად იყვნენ განსხვავებული, რათა დასმულიყო კითხვები, იყო თუ არა ისინი შტამები. მათ სახელად უბრალო ასოები L, S, V, G, GR და GH დაარქვეს, მათი ზედაპირის ცილებში განსხვავებებზე პასუხიმგებელი გენების მიხედვით.

იმის გათვალისწინებით, რომ როგორც აღმოჩნდა, G შტამი ნელა იზრდებოდა, L და V შტამები კი თითქმის ქრებოდა, ვირუსოლოგები ირწმუნებოდნენ, რომ მათი ინდივიდუალური მახასიათებლები შეიძლება ერთმანეთისგან საკმარისად განსხვავებული ყოფილიყო იმისათვის, რათა გავლენა ჰქონოდა მათ ფუქციონირებაზე.

სექტემბერში, დანიის ჩრდილოეთში წაულებში დაფიქსირდა ინფექცია, რომელსაც მუტაციათა უნიკალური სერია გააჩნდა. ამ ვარიანტით რამდენიმე ათეული ადამიანი დაინფიცირდა და მათ კლასტერი 5 უწოდეს; ვირუსის ეს ვარიანტი შესუსტებულ მგრძნობელობას აჩვენებდა მათი გამანეიტრალებელი ანტისხეულებისადმი. ბეწვის მიზნით ფერმებში მოშენებული წაულების ქვეყნის მასშტაბით განადგურების შედეგად, გავრცელება შეჩერდა.

იმავე თვეში კიდევ ერთი იზოლატი დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში, რომელსაც 23 მუტაცია აღენიშნებოდა ისეთ ადგილას, რომელიც მასპინძლის უჯრედების დაინფიცირებაზეა პასუხისმგებელი. დეკემბერში ნათელი გახდა, რომ SARS-CoV-2 -ის ბრიტანულ ვარიანტზე ინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევა მოდიოდა.

საქმეს ართულებს კითხვა იმის შესახებ, ეს ახალი ვარიანტი მართლა უკეთესად ვრცელდება, თუ უბრალოდ მოწყვლად ახალ პოპულაციაში შესვლით მიიღო უპირატესობა — მოვლენა, რომელსაც დამფუძნებლის ეფექტს უწოდებენ.

დეკემბერში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლენილი ვარიანტი SARS-CoV-2-ის პირველი იზოლატი იყო, რომელმაც ეპიდემიოლოგთა რეალური ყურადღება მიიპყრო. ეს ვარიანტი, სახელად VOC 202012/01, სწრაფად ვრცელდებოდა ისეთ ზონებში, სადაც SARS-CoV-2 უკვე კარგად იყო დამკვიდრებული, რაც ნაკლებად სავარაუდოს ხდიდა, რომ მისი სწრაფი მოძრაობის მიზეზი შეიძლება დამფუძნებლის ეფექტი ყოფილიყო.

 

არის თუ არა SARS-CoV-2-ის რომელიმე შტამი დანარჩენებზე უფრო მომაკვდინებელი?

ამ დროისათვის მონაცემები ძალიან ცოტა გვაქვს, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ რომელიმე შტამი სხვებზე მეტად სერიოზულ ავადობას ან სიკვდილიანობას იწვევს.

ზოგიერთი ადრეული კვლევის მიხედვით, VOC 202012/01 შეიძლება არა მხოლოდ 50-70 პროცენტით უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, არამედ 40 პროცენტით უფრო მეტად მომაკვდინებელი იყოს; ამის მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ მაინ დაინფიცირების უნარი გაიუმჯობესა.

მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამების დაწყებასთან ერთად, გაჩნდა შიშები, რომ რომელიმე შტამს შეიძლება ერთი ან მეტი ვაქცინისადმი რეზისტენტულობა განუვითარდეს.

 

უნდა გვაშფოთებდეს თუ არა SARS-CoV-2-ის სამომავლო შტამები?

შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორ მოხდება ვირუსის მუტაცია, მით უმეტეს ახალ თვისებათა გამომუშავება. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ამდენი ადამიანი ინფიცირდება, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ახალი შტამების გამოჩენა გაგრძელდება.

ამ ყველაფერში კარგი ამბავი ის არის, რომ როგორც ჩანს, SARS-CoV-2 მუტაციას ნელა განიცდის, სულ მცირე ისეთ სხვა პათიგენებთან შედარებით, როგორიც არის თუნდაც აივ ინფექცია.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს შეიძლება უარყოფითიც იყოს. ისტორიაში მომხდარი პანდემების ევოლუციის დეტალური კვლევა, მაგალითად, ესპანური გრიპის, გვიჩვენებს, რომ ახალი შტამები დროთა განმავლობაში უფრო ნაკლებად მომაკვდინებელი ხდება, რადგან სიმპტომური მასპინძლები ან იზოლირდებიან, ან იღუპებიან; „ფარული“ ნაკლებად მავნე შტამები კი გადამტანებში უფრო დომინანტები ხდებიან.

თეორიულად, მუტაციის დაბალმა მაჩვენებლებმა შეიძლება პანდემია გაახანგრძლივოს.

კორონავირუს SARS-CoV-2-ის ამჟამინდელი შტამების ამოძირკვა უზარმაზარ გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს. თუ ისტორია რამეს გვასწავლის, ვირუსის შტამები ჩვენს მოსახლეობაში კიდევ დიდხანს დარჩება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

 

წყარო

წაკითხვა 459 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 05 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.