ამ გვერდის ამობედვა

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს.-განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გააკეთა.

როგორც დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყოველ ოთხშაბათს მშობელს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების თაობაზე დარეგისტრირდეს, არამედ უარი თქვას ამაზე.

 

„მხოლოდ ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის მთლიანობაში დაახლოებით 297 767 მოსწავლე, 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის.იმ შემთხვევაში თუ სკოლაში არის 2,3,4 ან 5 პარალელური კლასი, პირველკლასელებისთვის იქმნება ვირტუალური საკლასო ოთახი, სადაც თავისივე სკოლის მასწავლებლები ასწავლიან პირველკლასელებს“,- აცხადებს დგებუაძე.

წაკითხვა 405 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 12 2021