ამ გვერდის ამობედვა

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი მარტიდან განაახლებენ

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მატიდან,  – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელი იქნება ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის ტესტირება.

 

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის სავალდებულო ტესტირების პირობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 387 ჯერ