ამ გვერდის ამობედვა

უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდება

უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესო 15 მარტიდან განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ასევე, პრემიერის თქმით, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები.

 

„უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, კლინიკურ-პრაქტიკული, ლაბორატორიული პრაქტიკის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიაში აღდგენას 15 მარტიდან, სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციის და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით პირველი აპრილიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 448 ჯერ