ამ გვერდის ამობედვა

იხურება თუ არა ბაღები და სკოლები - მინისტრის მოადგილის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუ ეპიდვითარებიდან გამომდინარე უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, ქვეყანაში სკოლები და ბაღები არ დაიხურება. 

 

"ბაღების და სკოლების რისკი მაღალია ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, თუმცა, დახურვის გადაწყვეტილება არის ძალიან რთული. ამდენად, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

წაკითხვა 614 ჯერ