April 23, 2024

კორონავირუსით გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 51-ე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, განათლების სისტემაში 2 წელია აღარ მუშაობს.

 

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში შეგნებულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თბილისის 51-ე საჯარო სკოლის შესახებ, რომელიც სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

 

განვმარტავთ, რომ ეპიდემიოლოგების დასკვნის საფუძველზე 51-ე საჯარო სკოლა 14 აპრილიდან, ანუ, უქმე დღეების დაწყებამდე 2 კვირით ადრე სრულად დისტანციურ ფორმატში სწავლობდა. ამ პერიოდში და უქმე დღეებშიც მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს არაერთგზის ჩაუტარდა სავალდებულო ტესტირება. ხოლო 13 მაისს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებამდე, სკოლის შენობას ჩაუტარდა დეზინფექცია.

 

რაც შეეხება მასწავლებელს, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მან სკოლა თითქმის ორი წლის წინ დატოვა. 2019 წელს განცხადების საფუძველზე მან მიიღო საპენსიო ასაკის პედაგოგებისათვის დაწესებული ჯილდო და საკუთარი ნებით გავიდა განათლების სისტემიდან. შესაბამისად, ის ამჟამად არ არის 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი.

აღნიშნული ინფორმაცია მედიას სრულად მიაწოდა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა. თუმცა ინფორმაცია გაშუქდა იმგვარად, თითქოს სამინისტრო სკოლებს აიძულებს კოვიდის დაფიქსირების მიუხედავად, სწავლა სკოლის შენობებში განაგრძონ, რაც აშკარა დეზინფორმაციაა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

წაკითხვა 471 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.