როდის გახდება ცნობილი მასწავლებლების, მაგისტრანტთა და აბიტურიენტთა გამოცდების საბოლოო შედეგები?
2018 წლისათვის აბიტურიენტების ყველა საგნის გამოცდის შედეგი ცნობილია, თუმცა ჯერჯერობით უცნობი რჩება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და მაგისტრანტთა გამოცდების შედეგები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული შეფასებები მომდევნო კვირიდან ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
21 ათასამდე მასწავლებელს, ქულების გაგების შემდეგ, საშუალება მიეცემა, გაასაჩივროს ნაშრომები. საბოლოო შედეგები კი, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო რიცხვებამდე უნდა გამოქვეყნდეს.
რაც შეეხება მოქმედ მასწავლებელთათვის შიდა ბარიერებს, გასული წლების მსგავსად, არ მოხსნილა. მასწავლებლის სახლის ცნობით:
„მასწავლებელმა შიდა ზღვარი უნდა გადაილახოს და ჯამური ქულები რაც ჯდება ყველაში გადალახვის შემდეგ, იწყება ანგარიში ამ ჯამური ქულებიდან გამომდინარე რამდენი კრედიტი დააგროვა.“
რაც შეეხება მაგისტრანტებს, მათი შედეგების განთავსება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, ტესტური და წერითი დავალებების შედეგები ერთად გახდება ცნობილი.
აბიტურიენტებს ნაშრომების გასაჩივრება 15 აგვისტომდე შეეძლებათ. ამის შემდეგ გამოქვეყნდება აპელაციის შედეგები, სხვადასხვა საგნის სტატისტიკური მონაცემები და სკალირებული ქულები. აგვისტოს ბოლოს კი დაიდება ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ.
წყარო: edu.aris.ge
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი