ამ გვერდის ამობედვა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრი გახსნა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრი გახსნა.

 

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიწვეულ სტუმრებს ცენტრის საქმიანობა და შტატების უნივერსიტეტებში სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაგალითები გააცნეს, რომლის დანერგვაც საქართველოშიც ხორციელდება.  

ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

წაკითხვა 1018 ჯერ

სიახლეები