გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისთვის მათ მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს, 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

„მსურველებმა განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

 

გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2465

 

იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 583 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.