ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში მასწავლებელთა 46% ვაქცინირებულია

მასწავლებელთა 46% ვაქცინირებულია.

ამის შესახებ განცხადება დღეს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ გააკეთა, რომელიც ბათუმში "ფაიზერის" მეორე დოზით აიცრა. 

 

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში ყველა რგოლია ჩართული და ამის მიზანი უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან მობილიზებული იქნება მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. 

 

ეკატერინე დგებუაძემ მასწავლებლებს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისთვის მადლობა გადაუხადა. 

წაკითხვა 394 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 29 2021

სიახლეები