იმერეთში მცხოვრები 14 წარჩინებული მოსწავლე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიაში გაემგზავრა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად 14 წარჩინებული მოსწავლე და 2 პედაგოგი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიაში გაამგზავრა.მხარის რწმუნებული ბავშვებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში შეხვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.


,,თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი ჩვენი რეგიონი და საკუთარი მუნიციპალიტეტები წარმოაჩინოთ და გააცნოთ ლატვიელ ახალგაზრდებს. თქვენ უნდა დააინტერესოთ თითოეული მათგანი, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეთ. ვიცი, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიწვეული ხართ ლატვიაში საქართველოს საელჩოში, გაქვთ შეხვედრები სხვადასხვა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. მინდა ნაყოფიერად გამოიყენოთ ყველა შეხვედრა. კარგია, რომ იმერეთზე პრეზენტაცია გაქვთ მომზადებული და აპირებთ ყველა შეხვედრაზე აჩვენოთ. მე გპირდებით ყოველთვის ხელს შევუწყობ ნიჭიერი ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და ჩართულობას. გისურვებთ საინტერესო ვიზიტს“–აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში უახლოეს პერიოდში ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 15 წარჩინებული მოსწავლე გაემგზავრება.

წაკითხვა 956 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 15 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.