ამ გვერდის ამობედვა

2019 წელს მე–11 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გამოცდების ახალი მოდელი წარადგინა.

მისი თქმით, “მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები 11 კლასელთათვის, 12-ში შენარჩუნდება, რათა ციკლი დასრულდეს.

 

“იმ პირებს ვინც წინა წლებში ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა მე–11 კლასის გამოცდაზე. მათთვის უზრუნველყოფილი იქნება გამოცდების ჩაბარება”, – თქვა სოფო გორგოძემ.

 

“ეს გადაწყვეტილებები კვლევებისა და მსჯელობის შემდეგ მივიღეთ და ვეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი. ორიენტაცია კეთდება რეალურ ცოდნაზე და არა გამოცდაზე სკოლაში”, – განმარტა სოფო გორგოძემ.

წაკითხვა 1160 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 28 2019