ამ გვერდის ამობედვა

"ჩემს მოსწავლეებს გამოცდა რომ ჰქონდეთ ჩასაბარებელი, მაშინ გაკვეთილები ასეთი შემოქმედებითი, მხიარული და აზარტული არ იქნებოდა"

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტებს შორისაა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მოსწავლეებს გამოცდა რომ ჰქონდეთ ჩასაბარებელი, მისი გაკვეთულები ასეთი აზარტული აღარ იქნებოდა.

 

„ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრმა გამოცდები გააუქმა. მე ასე ვუდგები ამ საქმეს: ჩემს მოსწავლეებს სამოქალაქო განათლებაში გამოცდა რომ ჰქონდეთ ჩასაბარებელი, მაშინ ჩემი გაკვეთილები ასეთი შემოქმედებითი, მხიარული, აზარტული არ იქნებოდა. მაშინ წიგნს ავიღებდი და ვეტყოდი, აქედან აქედან ისწავლეთ, დაიზეპირეთ ეს ინფორმაცია, რომ გამოცდაზე არ შეგეშალოთ-მეთქი. კოლეგების ნაწილი სხვანაირად ფიქრობს: გამოცდები გაუქმდა და ამიტომ ჩემს საგანს ბავშვი არ ისწავლისო. გამოცდა თუ გაუქმდა, რაღაც სხვა ვალდებულებები შემოვა. ასე არ არის განათლების სამინისტროს საქმე, რომ გამოცდა მოხსნას და მორჩა. მასწავლებლის მიმართ ახალი მოთხოვნები გაჩნდება: გამოცდისთვის კი აღარ მომიმზადო ბავშვი, არამედ, ვთქვათ, მომიმზადე სამომავლოდ“ - განაცხადა ლადო აფხაზავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდის 1tv.ge-ს პროექტ „საინტერესო ადამიანების“ ავტორთან ია ანთაძესთან ინტერვიუში.

წაკითხვა 1034 ჯერ

სიახლეები