ამ გვერდის ამობედვა

აბიტურიენტი გამოცდების ეროვნულ ცენტრს ქულების დაკლებაში ადანაშაულებს - რა საქმეს განიხილავს სასამართლო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო აბი­ტუ­რი­ენ­ტსა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს შო­რის სა­სა­მარ­თლო და­ვას გა­ნი­ხი­ლავს.

საქ­მე ეხე­ბა 2017 წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს. 21 წლის მა­რი­ა­მი, რო­მე­ლიც მა­შინ აბი­ტუ­რი­ენ­ტი იყო, მი­იჩ­ნევს, რომ მისი ნაშ­რო­მე­ბი არას­წო­რად, უსა­მარ­თლოდ შე­ა­ფა­სეს. იგი ქუ­ლე­ბის მო­მა­ტე­ბა­სა და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხოვს. გო­გო­ნა უკვე სტუ­დენ­ტია, თუმ­ცა თვლის, რომ მისი ნაშ­რო­მე­ბის არას­წო­რად გას­წო­რე­ბის გამო, სა­სურ­ველ ფა­კულ­ტეტ­ზე ვერ მოხ­ვდა.

კერ­ძოდ, სტუ­დენ­ტი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრს ბრალს სდებს იმა­ში, რომ მისი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, ასე­ვე ინ­გლი­სუ­რი ენის ნაშ­რო­მე­ბი არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად იყო გას­წო­რე­ბუ­ლი და მას ქუ­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­აკ­ლეს. მო­სარ­ჩე­ლეს დედა, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც გა­ნათ­ლე­ბის სი­ტე­მა­ში მუ­შა­ობს და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, AMBEBI.GE-სთან იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მელ­თა გა­მოც ოჯახ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

რო­გორც თა­მარ ბა­კუ­რა­ძე AMBEBI.GE-ს უამ­ბობს, მან სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაშ­რო­მე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, ექ­სპერ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბა (ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ.ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნა და ინ­გლი­სე­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, თო­მას ვი­ე­რის წე­რი­ლი) რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ მისი შვი­ლის ნაშ­რო­მე­ბია.12

"პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა რომ არა, ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი არ იყო სა­მარ­თლი­ა­ნი, გამჭვირ­ვა­ლე. სი­ნამ­დვი­ლე­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­ნი­მუმ ინ­გლი­სუ­რი­სა და ქარ­თუ­ლის კო­მი­სი­ე­ბის წევ­რე­ბი მა­ღა­ლი რან­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არ არი­ან, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს ჩემ მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი შეც­დო­მე­ბი ტეს­ტე­ბის და­ვა­ლე­ბებ­სა და თა­ვად პი­რო­ბებ­ში.

ჩემ­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია ის რომ, კონ­კრე­ტულ გაპ­რო­ტეს­ტე­ბულ სა­კი­თხზე, პა­სუხს ინ­გლი­სუ­რი ენის კო­მი­სია სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ასა­ბუ­თებს. მა­გა­ლი­თად, თურ­მე იმას, რომ ნი­მუ­შად და­დე­ბულ, კონ­კრე­ტუ­ლი სტუ­დენ­ტის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ და უმაღ­ლე­სი ქუ­ლით შე­ფა­სე­ბულ წე­რი­ლის და­ვა­ლე­ბა­ში შეც­დო­მა არ არის, ადას­ტუ­რებს ის, რომ ის სტუ­დენ­ტთა 34 %-მა შე­ას­რუ­ლა. გამ­სწო­რებ­ლე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ზე თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლებს აპე­ლა­ცი­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ძალ­ზე მა­ღა­ლი მო­ნა­ცე­მიც - ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დის შემ­თხვე­ვა­ში ყო­ველ მე­ო­თხე აპე­ლანტს შე­დე­გი ეც­ვლე­ბა. ჩემი შვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი ერთ-ერთი კრი­ტე­რი­უ­მის ნუ­ლო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა 2-ქუ­ლი­ა­ნით შე­იც­ვა­ლა - მა­შინ, როცა ნაშ­რო­მებს მი­ნი­მუმ 2, ხში­რად კი 3, გამ­სწო­რე­ბე­ლი ას­წო­რებს.3

თუმ­ცა, რა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი უნდა მოს­თხო­ვო გამ­სწო­რე­ბელს, რო­მელ­საც 1 ლარ­საც არ უხ­დი­ან თითო ნაშ­რო­მის გას­წო­რე­ბა­ში? რაც მთა­ვა­რია, არც ცენ­ტრი და არც სა­მი­ნის­ტრო არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, რე­ა­ლუ­რად გა­ნე­ხი­ლა ჩემ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, ამ­გვა­რი ნი­ჰი­ლის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გია ალ­ბათ ის გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბაც, რაც ცენ­ტრს და­კა­ნო­ნე­ბუ­ლიც კი აქვს: შე­ფა­სე­ბე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი სრუ­ლი­ად და­ხუ­რუ­ლია - მათ ვე­რა­ვინ ვე­რა­ნა­ი­რად გა­ა­კონ­ტრო­ლებს, რა პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ლა­პა­რა­კი, როცა გა­მოც­დე­ბი კონ­კურ­სია?" - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ბა­კუ­რა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის უფ­ლე­ბებს ად­ვო­კა­ტი ეკა ლო­მი­ძე იცავს. იგი მი­იჩ­ნევს, რომ გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და­არ­ღვია:

"ეს საქ­მე ადას­ტუ­რებს, რომ სტუ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს ერთი და იმა­ვე და­ვა­ლე­ბის სის­წო­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქ კი სა­ხე­ზე გვაქვს სხვა­დას­ხვა კომ­პე­ტენ­ტურ პირ­თა მიერ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად გას­წო­რე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად ცენ­ტრიც უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სტუ­დენტს არ დარ­ჩეს უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა და შე­ფას­დეს მი­ნი­მუმ სხვა, მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ ნაშ­რო­მი, რაც არ მომ­ხდა­რა" - ამ­ბობს ეკა ლო­მი­ძე.

ად­ვო­კა­ტის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ თავი აა­რი­და სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას და საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა.

"სტუ­დენ­ტმა სა­ჩივ­რით მი­მარ­თა ცენ­ტრის ზემ­დგომ ორ­გა­ნოს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, რო­მელ­მაც სა­ჩი­ვა­რი არ გა­მო­იკ­ვლია და ისევ გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრს გა­და­უგ­ზავ­ნა... სწო­რედ სა­მი­ნის­ტროა ის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრის საპ­რე­ტენ­ზიო კო­მი­სი­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე, რაც უნდა გა­მო­იკ­ვლი­ოს და შე­ა­ფა­სოს კონ­კრე­ტუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას. მან უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს, თუ რამ­დე­ნად კა­ნონ­შე­სა­ბა­მი­სია კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ხომ არ აქვს ად­გი­ლი ცენ­ტრის მიერ სტუ­დენ­ტის ნაშ­რო­მის გას­წო­რე­ბი­სას არა­კომ­პე­ტენ­ტურ ან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას" - აღ­ნიშ­ნა ეკა ლო­მი­ძემ.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს და ამ კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა სთხო­ვა. უწყე­ბა­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თე­ბენ:

„ეს არის აბი­ტუ­რი­ენ­ტის უფ­ლე­ბა, რომ გა­ა­სა­ჩივ­როს მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი. სწო­რედ ამი­ტომ არ­სე­ბობს სა­ა­პე­ლა­ციო პრო­ცე­სი ანუ პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, აბი­ტუ­რი­ენტს კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის, არა­მედ მთლი­ა­ნი ტეს­ტის შე­ფა­სე­ბა. სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სია იხი­ლავს თი­თო­ე­ულ ასეთ გა­ნა­ცხადს. აბი­ტუ­რი­ენტს კა­ნო­ნით აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს და ასე­თი ფაქ­ტის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე" - გა­ნუ­მარ­ტეს AMBEBI.GE-ს გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის წე­რილ­ში.

ambebi.ge

წაკითხვა 1067 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 13 2019

სიახლეები