ამ გვერდის ამობედვა

მუცლადმყოფი ბავშვის გულის დეტალური სურათი შექმნეს

ლონდონში King's College-ის მკვლევრებმა მუცლადყოფნის პერიოდში

ბავშვის გულის უპრეცედენტო სურათი შექმნეს. ფეხმძიმე ქალები სკანირებას გადიოდნენ MRI-აპარატში, ხოლო კომპიუტერები მათი შვილების გულის 3D-ფორმატს ქმნიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

11133

მეცნიერების თქმით, მათი მეთოდი მარტივად შეიძლება ჩაუშვან ჩვეულებრივ საავადმყოფოებში და შემოწმების დროს, მშობლები შეძლებენ თვალსაჩინოდ დაინახონ, როგორ ძგერს ბავშვის გული. გარდა ამისა, მკვლევარები აცხადებენ, რომ გულის დეტალური გამოსახვით შესაძლებელია ნაადრევ პერიოდში დადგინდეს, აქვს თუ არა ნაყოფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა.

წაკითხვა 1017 ჯერ

სიახლეები