April 16, 2024

"ბიუჯეტის 25% ყოველთვის დაიხარჯება განათლებასა და ახალგაზრდობაზე"-მამუკა ბახტაძე

 
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით,ხვალ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტიდან განათლებისთვის გამოყოფილი თანხა იზრდება.
 
   როგორც პრემიერმა  სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა,   მარკეტინგისთვის განათლება არის ყველაზე ნაკლებად საინტერესო ინვესტიცია და "მივიღეთ ის რაც მივიღეთ. მისი წილი ბიუჯეტში ყოველთვის ძალიან მცირე იყო"
 
„ხვალ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ხვალ არის მთავრობის სხდომა, სადაც გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელზეც ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ. ჩვენ ეს ინიციატივა რამდენიმე კვირის წინ დავაანონეთ, რომლის მიხედვითაც გვექნება ახალი კანონი და ამ კანონის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკის 6%, რომელიც ჩვენი ბიუჯეტის 25%-ია, ყოველთვის დაიხარჯება განათლებასა და ახალგაზრდობაზე."-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
  პრემიერმა ასევე აღნიშნა,რომ  დაწყებით კლასში ბავშვები დიდ ნიჭს ამჟღავნებენ, დამამთავრებელ კლასებში კი  ხშირ შემთხვევაში, უმძიმესი  შედეგებია.
 
„მე ძალიან დეტალურად შევისწავლე და ანალიზი გავაკეთე ყველა სტატისტიკური მონაცემის , რაც გვაქვს. დაწყებით კლასებში ჩვენი ბავშვების შედეგები არის უნიკალური, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. კლასების ზრდასთან ერთად და უკვე დამამთავრებელ კლასებში გვაქვს სერიოზული ვარდნა. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბავშვები დაწყებით კლასში ძალიან დიდ ნიჭს ამჟღავნებენ და შემდეგ სისტემა არ გვაქვს, რომელიც ამ ნიჭს გამოამჟღავებინებს და გვაქვს დამამთავრებელ კლასებში უმძიმესი შედეგები ხშირ შემთხვევაში",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა, რათა ადამიანებმა საკუთარი ნიჭის რეალიზება შეძლონ.
 
„მე წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ნიჭი გვაქვს დაკარგული- უზარმაზარი. ეკონომიკაში ეს არის ათობით მილიარდი. ადამიანებს აქვთ ნიჭი, მაგრამ არ არსებობდა ინფრასტრუქტურა და სისტემა, რომ მათ მოეხდინათ ამ ნიჭის რეალიზაცია. ამიტომ, არის ეს ეროვნული იდეა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო იყოს წარმატებული“,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
 
პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ტექნოპარკში შეხვდა.
 
წაკითხვა 967 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.