2022 წლისთვის მასწავლებლების ხელფასი სამჯერ გაიზრდება

2022 წლისთვის მასწავლებლების ხელფასი სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის პრეზენტაციის დროს გააკეთა.

 

პირველ ეტაპზე, 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი სამჯერ გაიზრდება. 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობა წარადგენს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც განათლება დომინანტი სექტორი გახდება საქართველოს ეკონომიკაში.

„21-ე საუკუნეში ვერცერთი სახელმწიფო და ვერცერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ ეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც სწორედ ისაა, რომ განათლების რეფორმამ უზრუნველყოს ისეთი ადამიანური კაპიტალის, ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც საქართველოს შეიყვანს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგში“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამ პროექტის განსახორციელებლად იწყება რესურსების მობილიზაცია. რესურსების მოწოდებას უზრუნველყოფს როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორი, რომელიც პრემიერის თქმით, უკვე გამოხატავს მზაობას განათლების რეფორმის განხორციელებისთვის.

„უკვე გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა, ბევრი მათგანი ესწრება დღევანდელ შეხვედრას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ბახტაძემ.

წაკითხვა 1211 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 15 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.