ვინ გახდნენ ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები

8 დე­კემ­ბერს ივა­ნე სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "სა­ბას" რი­გით მე-17 და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა, სა­დაც ჟი­უ­რიმ წლე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

 

წელს ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში 300-მდე კონ­კურ­სან­ტი იყო ჩარ­თუ­ლი, 1 თვის წინ „სა­ბას“ ჟი­უ­რიმ 33 ფი­ნა­ლის­ტი და­ა­სა­ხე­ლა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სწო­რედ ამ ფი­ნა­ლის­ტე­ბი­დან გა­მოვ­ლინ­და 2019 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც „სა­ბას“ პრი­ზი და სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი პრე­მი­ე­ბი გა­და­ე­ცათ.

 

 

 

 

სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბი და ავ­ტო­რე­ბი ჟი­უ­რიმ შემ­დეგ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა:

 

  • სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი - აკა მორ­ჩი­ლა­ძე, „კუ­პი­დო­ნი კრემ­ლის კე­დელ­თან“

 

  • სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი - ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, „ფაზ­ლი“

 

  • სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი - ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლი „ოს­ტატ­თან შეხ­ვედ­რა"

 

  • სა­უ­კე­თე­სო პი­ე­სა - ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე „დის­ტო­პი­ე­სე­ბი“

 

  • სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი - მთა­ვა­რი პრი­ზი აქ ორ ნო­მი­ნანტზე გა­და­ნა­წილ­და: გი­ორ­გი მას­ხა­რაშ­ვი­ლი - "14 კრის­ტა­ლის თე­ო­რია" და თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი - "მზე, მთვა­რე და პუ­რის ყანა (მა­ნუ­შა­კა მე­ლო­დე­ბა)"

 

  • სა­უ­კე­თე­სო ესე­ის­ტი­კა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა­ში - მთა­ვა­რი პრი­ზი ორ ნო­მი­ნანტზე გა­და­ნა­წილ­და ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით: სულ­ხან სა­ლა­ძე - "უც­ნო­ბი ძვე­ლი აჭა­რა“ და ნინო ლო­მა­ძე - "ვაშ­ლის ბა­ღე­ბი“

 

  • უცხო­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის კა­ტე­გო­რი­ა­შიც ორი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და: ნანა ტო­ნია თარ­გმა­ნის­თვის - ევ­რი­პი­დეს "ჰე­კა­ბე" და მა­ნა­ნა დუმ­ბა­ძე თარ­გმა­ნის­თვის - ვირ­ჯი­ნია ვულ­ფის "ორ­ლან­დო";

 

  • ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის „საბა“ გა­და­ე­ცა მთარ­გმნელ მა­ნა­ნა გი­გი­ნე­იშ­ვილს

 

 

 

 

AMBEBI.GE სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­ე­სა­უბ­რა პრე­მია „სა­ბას“ გა­მარ­ჯვე­ბულს უცხო­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში ქალ­ბა­ტონ ნანა ტო­ნი­ას:

 

"ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია წლე­ვან­დე­ლი "სა­ბას" პრე­მია ჩემ­თვის... იყო დრო, როცა ყვე­ლა­ფერს რუ­სუ­ლად ვკი­თხუ­ლობ­დით, მე 70-ია­ნე­ლი ვარ, როცა ნაკ­ლე­ბად იყო ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი, თუმ­ცა თქვენ ნა­ხეთ დღეს, ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნა გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა აიღო ჯილ­დო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, მისი თარ­გმა­ნე­ბი იყო ნამ­დვი­ლი მოვ­ლე­ნა! ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვა­კე­თებ საქ­მეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მე­ო­რედ ავი­ღე პრი­ზი და ეს ჩემ­თვის სა­ო­ცა­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლია, დიდი მად­ლო­ბა" - აღ­ნიშ­ნა ნანა ტო­ნი­ამ.

 

 

ნინო ლო­მა­ძე - სა­უ­კე­თე­სო ესე­ის­ტი­კა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა, "ვაშ­ლის ბა­ღე­ბი":

 

 

 

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ჯილ­დო ყო­ველ­თვის, და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის ისევ ამ თე­მა­ზე ფიქ­რის გაგ­რძე­ლე­ბის­თვის. ეს პრე­მია ამავდრო­უ­ლად არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც, რად­გა­ნაც ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი ავ­ტო­რო­ბით შექ­მნი­ლი ამ­ბე­ბი, ამ ამ­ბებს გმი­რე­ბი ჰყავთ, ვინც ისი­ნი ჩვენ­თვის გა­ი­მე­ტა, ამ­დე­ნად მგო­ნია, რომ დღეს ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ვალ ამ დარ­ბა­ზი­დან".

 

 

წლის მთა­ვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნა - პრე­მია „საბა“ "თი­ბი­სიმ" და რატი ამაღ­ლო­ბელ­მა 2003 წელს და­ა­ფუძ­ნეს. და­არ­სე­ბის დღი­დან „სა­ბამ“ ბიძ­გი მის­ცა ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­ერ­თი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი და ღვაწ­ლი შე­ა­ფა­სა.

 

 

2018 წელს „საბა“ გას­ცდა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს, ის ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის ფარ­გლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ტარ­და. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის გა­მარ­თვამ ფრან­კფურ­ტში კონ­კურსს სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბა შეს­ძი­ნა.

 

 

https://www.ambebi.ge/

 

წაკითხვა 758 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 10 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.