March 29, 2024

2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკური ანალიზი გამოქვეყნდა

2018-2019 სასწავლო წლის გრანტირებული მაგისტრების შესახებ ინფორმაცია (სია), სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში გამოქვეყნდება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს “გრანტირებულ მაგისტრანტთა სია ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი”. იქამდე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის საერთო  სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.

2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 10 864 მაგისტრანტობის კანდიდატმა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი ვერ გადალახა 31%-მა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, A ტიპის ტესტი 4 622-მა აპლიკანტმა წერა. B ტიპის ტესტზე 4 288-მა იმუშავა, ყველაზე ცოტა კი 1 953 აპლიკანტი გავიდა C ტიპის ტესტის დასაწერად.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ვერგადალახვის მაჩვენებელი ტესტის ტიპების მიხედვით:​

A ტიპის ტესტი – 32,06%

B ტიპის ტესტი – 29,96%

C ტიპის ტესტი – 31,54

იხილეთ სიხშირეთა განაწილების ცხრილი:

43672942 541643202913313 7749382605677527040 n

წაკითხვა 1164 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 11 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.