April 25, 2024

რატომ დატოვა თანამდებობა განათლების მინისტრის მოადგილემ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ აბულაძე სოციალურ ქსელში წერს.


როგორც აბულაძე აღნიშნავს, თავის გეგმებზე ის მოგვიანებით ისაუბრებს.

 



"მივიღე გადაწყვეტილება, არსებული პოსტი დავტოვო და ცხადია, გავაგრძელო ამ საქმის და გუნდის ერთგულება რეფორმის დანერგვის შემდეგ ეტაპზე. ჩემს გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით. ძალიან მოკლედ გავიხსენებ ამ პერიოდის ჩემთვის ერთ-ორ მნიშვნელოვან განვითარებას, და აქვე, პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი ყოფილ მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, ჩვენს გუნდს სამინისტროში, ჩემს კოლეგა მინისტრის მოადგილეებს ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სხვა სამინისტროებიდან, ასეთი აქტიური და ნამდვილად შესაშური (7/24) თანამშრომლობისთვის!

 

 

პირველი ოფიციალური შეხვედრა, დანიშვნიდან პირველივე შაბათს ფინანსთა სამინისტროში გვქონდა, სადაც ითქვა, რომ უნდა დაიდოს განათლების რეფორმის სისტემური ხედვა ყველა დონეზე, არა ცალკეულად აღებული ზოგადი ან რომელიმე საფეხურის. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი მათ შორის კავშირების დანახვა იყო, თუ როგორ უწყობს თითოეული საფეხურის განვითარება, შემდეგის განვითარებას ხელს. იმ და შემდეგ ბევრ შეხვედრაზე, მათ შორის საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციებთან ვმსჯელობდით განათლების სისტემის განვითარებაზე, კვლევებზე და საქართველოს სპეციფიკაზე, ესგ ჯგუფის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე, რომელიც რეფორმის დაწყებას სწორედ საკლასო ოთახიდან გულისხმობდა. მიღწევებზე და იმ ფუნდამენტზე, რაზეც აუცილებლად უნდა დაშენებულიყო ეს ხედვა.

 

 

ამ ყველაფერთან სინქრონში დავიწყეთ მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს შევთავაზეთ არჩევანი - სურვილის შემთხვევაში მათი ღირსეული გაცილების გზით.

 


წახალისებაზე ორიენტირებული სისტემა, სკოლების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, ამისათვის სკოლების "დარუქების" პროექტის დაწყება (რომლის სოფტი MCC/MCA შეგვიძინა), - სადაც EMIშ ბაზაზე ამ ეტაპისთვის სისტემაში ჩაშენდა უამრავი მონაცემი და დაიხაზა საფეხმავლო გზებიც კი, უბნის დონეზეა შესული მონაცემები მოსწავლების შესახებ და განათლებაზე ხელმისაწვდომობის სრული ანალიზია შესაძლებელი. შემდგომ კი მოსწავლეთა შედეგების და სკოლების თვით/შეფასების ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა.

 


ეს ყველაფერი კი მიმართულია - სკოლების გაძლიერებისკენ გადაიქცნენ სოციალურ-კულტურულ, მულტიფუნქციურ განათლებისა და აღზრდის კერებად, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის, რეგიონის და სოფლის გასაძლიერებლად. ამ ხედვის შეთავაზებით, წელიწადნახევარში 300 მლნზე მეტი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტების მოძიება გახდა შესაძლებელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მზარდი სახელმწიფო ბიუჯეტის დადასტურება! დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, განათლების მუშაკებს, ჩვენს ყველა დარგობრივ, ფინანასურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ჩვენს სსიპ-ებს, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ გუნდს!

 


"რეფორმა"- პროცესია, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და მდგრადობა, მონაცემებზე დაფუძნებით მუდმივი დახვეწა. ყველაფერი გრძელდება და კიდევ უამრავ და მასშტაბურ სიახლეს შემოგვთავაზებს, რაშიც დიდ წარმატებას ვუსურვებ სამინისტროში ჩემს კოლეგებს! და რა თქმა უნდა, მადლობა მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მისი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩვენი თანამშრომლობის ყველა ეტაპზე!", - წერს აბულაძე.

 

 

ცნობისთვის, ირინა აბულაძე მინისტრის მოადგილის თანამდბეობას 2018 წლის ივლისიდან იკავებდა. მანამდე ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობდა და მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. ასევე 2016 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
 
წაკითხვა 630 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 02 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.