April 26, 2024

ორგანიზაცია "INER Georgia - წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში" ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კონკურსს ატარებს

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, ორგანიზაცია -  ააიპ "INER Georgia - წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში" ატარებს კონკურსს ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თემაზე: „სიცოცხლე განძია: დაიცავი!" (თითოეული საკუთარი ცხოვრების სურათს თავისივე არჩეული ფერებით ხატავს).
 
კონკურსის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში სიცოცხლის ფასეულობისადმი პატივისცემის გაძლიერება.
 
 
კონკურსი ჩატარდება შემდეგ 5 ნომინაციაში:
 
- პროზა - პოეზია - ხატვა - ფოტო - სიმღერა
 
 
კონკურსი ჩატარდება ორ ტურად. დაჯილდოება მოხდება გალა-კონცერტზე  მაისის თვეში მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერის თეატრში.
 
კონკურსს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, მონაწილეებს კი სიგელები. პრიზი გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველაზე აქტიურ სკოლას. მადლობას მოვახსენებთ ყველა სკოლას აქტიური თანამშრომლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს!
 
87288096 2909794389084090 3146279344951787520 o
წაკითხვა 772 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.