აკრძალულია თამაში და სასკოლო ნივთების თხოვება - რა აკრძალვებით დაიწყო სასწავლო პროცესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სასწავლო პროცესი განახლდა.
 
რა წესების დაცვა უწევთ მოსწავლეებს ახალ რეალობაში. გიამბობთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს.
 
 
უხანში მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადე სავალდებულოა, ამიტომ მათ უფასოდ ურიგებენ. ყოველდღე უზომავენ ტემპერატურას, ყოველ დასვენებაზე ხელების დაბანას სთხოვენ, კლასებს კი ყოველდღიურად უტარებენ დეზინფექციას. ყველა მერხზე პლასტიკატის გამჭვირვალე ბარიერია დამაგრებული, რომლის ტარებაც ზოგჯერ სასადილოშიც უწევთ. დერეფნებში კი მოსწავლეები ერთმანეთისგან დისტანციურად მოძრაობენ. კლასში 20 მოსწავლეზე მეტი არ დაიშვება, ამიტომ თავიდან დააკომპლექტეს კლასები, ზოგან რამდენიმე ცვლაც დაწესდა.
 
 
 
mshoblebi
 
mshoblebi
 
 
ისრაელში ბავშვებს ერთმანეთისთვის სახელმძღვანელოების და სასწავლო ნივთების გაზიარება ეკრძალებათ. მშობელმა უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომ ბავშვს კორონავირუსი არ აქვს. თუ რომელიმე ოჯახის წევრს ინფექცია გამოუვლინდა, ბავშვი სკოლაში არ დაშვება. 65 წლის და უფროსი ასაკის, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მასწავლებლები სახლიდან აგრძელებენ მუშაობას.  ისრაელში, ისევე როგორც დანიაში და ნორვეგიაში, მოსწავლეები 2-მეტრიან დისტანციას იცავენ.
 
 
mshoblebi
 
mshoblebi
 
 
დანიის სკოლებში მშობლები აღარ დაიშვებიან, მოსწავლეები კი შესვლა-გასვლისას სხვადასხვა გასასვლელებით სარგებლობენ. არ აქვთ ერთმანეთთან თამაშის და შეხების უფლება. არც სასკოლო ნივთების თხოვებაა ნებადართული. აქ 20-ბავშვიანი კლასებიც 2-3 ჯგუფად გაჰყვეს და თითოეულს ცალკე საკლასო ოთახი და პედაგოგები გამოუყვეს. ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ.
 
 
ნორვეგიის სკოლებში ხმარებიდან ამოღებულია ყველა საერთო სარგებლობის თვალსაჩინოება თუ ხელსაწყო, რომლის დეზინფექციაც შეუძლებელია. ბავშვებს უკრძალავენ სახლიდან სათამაშოს მიტანას. სკოლები კი დღეში ორჯერ მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით.
 
 
დანიასა და ნორვეგიაში მასწავლებლებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში, გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაატარონ. დახურულია სასკოლო ბიბლიოთეკები და სათამაშო მოედნები. დანიასა და ნორვეგიაში დიდი რაოდენობით ხელსაბანები დამონტაჟდა, რათა სკოლაში შესვლისთანავე მოსწავლეებმა ხელების დაბანა შეძლონ.
 
 
mshoblebi
 
 
ტაივანში მოსწავლეს არამარტო ხელის დაბანას სთხოვენ, სკოლაში შესვლამდე აუცილებელია ფეხსაცმელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს. პირბადის ტარება მთელი დღის განმავლობაში სავალდებულოა, განსხვავებით ისრაელისგან, სადაც უშუალოდ გაკვეთილზე მათი მოხსნა დაშვებულია.
 
 
 
წაკითხვა 625 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 12 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.