რატომ საქართველოს უნივერსიტეტი? 

ინოვაციური სწავლება, ლიდერი ლექტორები, გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, პროფესიული განვითარება დასაქმებასთან ერთად და რაც მთავარია, სტუდენტებზე მორგებული  სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა.

 ეს ის ძირითადი ჩამონათვალია, რასაც საქართველოს უნივერსიტეტი მომავალ სტუდენტებს (აბიტურიენტებს) სთავაზობს.

 

უნივერსიტეტში განსაკუთრებული აქცენტი თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე კეთდება. სწორედ ამ მიზნით სტუდენტების განკარგულებაში თანამედროვე ტიპის ისეთი რესურსებია, რომელიც მათ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ეხმარებათ, მაგალითად: სატელევიზიო სტუდია - UG TV; PR საკონსულტაციო კლინიკა,  ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, UG Archiproject - საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი არქიტექტურული კომპანია, შიდა საგამოფენო სივრცე არქეოლოგებისთვის; მობილური აპლიკაციების წერის ცენტრი - UG Lemondo, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, სიმულაციური ჰოსპიტალი და სხვა.

 

ჯერ კიდევ სწავლის პროცესში, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სახელმწიფო, თუ კერძო კომ-პანიებისაგან შეთავაზებულ სტაჟირების პროგრამებში, სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის კურსდამ-თავრებულთა 93% - ზე მეტი დასაქმებულია, ამ ყველაფერში კი  სტუდენტებს საქართველოს უნივერსი-ტეტის დასაქმების ცენტრი ეხმარება, რომელიც აქტიურად ეძებს და აცნობს ახალგაზრდებს ყველა ახალ და შესაფერის ვაკანსიას.  ამას გარდა, სწორედ ეს ცენტრი ეხმარება სტუდენტებს ისეთი უნარების გამო-მუშავებაში, როგორიცაა კარგი CV - ის შექმნა, ან როგორ წარსდგნენ დამსაქმებლის წინაშე, რომ გასაუბ-რებამ ეფექტურად ჩაიაროს. 

 

საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად მასპინძლობს დასაქმების ფორუმებს, რომელიც არაერთ სტუ-დენტს დახმარებია სხვადასხვა სამსახურის მოძიებაში.

 

ამასთან, სტუდენტებს შეუძლიათ თვითონაც გახდნენ დამსაქმებლები, ამ მიზნით მათ უნივერსიტეტში არსებული ინოვაციების ცენტრი - UG Start up Factory ეხმარებათ, საკუთარი ბიზნეს იდეის რეალობად ქცევაში.

 

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველსემესტულად ცხადდება გაცვლითი პროგრა-მები.  უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე ახალგაზრდები აქტიურად მიდიან მსოფლიოს  წამყვან უნივერსიტეტებში და იღებენ მაღალი დონის  განათლებას. 

 

უნივერსიტეტის სივრცეში არსებული სტუდენტურ საქმეთა ცენტრი, კი ზრუნავს  მრავალფეროვანი სტუდენტური გარემოს შესაქმნელად. 

 

ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია, რომ ყველა აბიტურიენტი, ვინც პირველ პრიორიტეტად საქართველოს უნივერსიტეტს აირჩევს, მიიღებს 20 % ფინანსურ  შეღავათს,  თუ კი პროგრამის საფასური არის 2500 ლარი ან მეტი. 

 

სწორედ ამიტომ, #თუსწავლაგინდა აირჩიე საქართველოს უნივერსიტეტი.

წაკითხვა 2572 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.