March 29, 2024

ცნობილია, როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს.

ამ ეტაპზე ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელ მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს. უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განუმარტავს, რომ გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი, რისთვისაც საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი.

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- ვკითხულობთ უწყების მიმართვაში.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებში 27 500 ლარს გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობისთვის კი – 266 250 ლარს. შესყიდვის ჯამური თანხა 1 676 270 ლარია.

წაკითხვა 513 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 04 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.