ამ გვერდის ამობედვა

აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე კოვიდინფიცირების გამო არ დაიშვებიან, გამოცდების ჩაბარება მომავალ წელს შეეძლებათ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე კოვიდინფიცირების გამო არ დაიშვებიან, გამოცდების ჩაბარება მომავალ წელს შეეძლებათ.

როგორც მიცკევიჩმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა, რომ ეროვნული გამოცდები გამეორდეს, არ ყოფილა.

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების გამეორების პრეცენდენტი არ ასებობს. როგორც წინა წლებში, წელსაც იქნება რაოდენობა აბიტურიენტების, რომლებიც ვერ შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას. ასეთი აბიტურიენტები გვყავდა წინა წლებშიც სხვადასხვა მიზეზების და მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. წელსაც მათთვის გადავადებული იქნება და გამოცდაში მონაწილეობას ისინი მომავალ წელს მიიღებენ“,- განაცხადა მიცკევიჩმა.

წაკითხვა 474 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 09 2020

სიახლეები