ამ გვერდის ამობედვა

სექტემბრიდან სწავლა ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება? - მინისტრის განმარტება

"ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს," - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში განუცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს.

 

"ჩვენ ვმუშაობთ კიდევ დამატებით განათლების სამინისტროსთან ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს," - განაცხადა მინისტრმა.

 

ამასთან, ტიკარაძის თქმით, კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

წაკითხვა 536 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 07 2020