"ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, იზოლირებულები იქნებიან სხვა აბიტურიენტებისგან"

მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა  მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის  დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტინში.

მათ ყოველდღიურად ზედამხედველობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  სრულად უზრუნველყოფს აღნიშნული აბიტურიენტების უფლებას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით დაუბრკოლებლად ჩააბარონ.  მნიშვნელოვანია, რომ ისინი სრულად იზოლირებულები იქნებიან სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდებათ ტესტირება.

 

„შემდეგი გამოცდების პერიოდში უზრუნველვყოფთ  იმ აბიტურიენტების ცალკე იზოლირებულ სივრცეში განთავსებას, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ოთახში. ჩვენ მზად გვაქვს სპეციალური სივრცეები, სადაც მერხები შემოსაზღვრულია სამმხრივი ბარიერით.

 

ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ  იქნება მოწოდებული, ზედმიწევნით შესრულდება და გამოცდების მიმდინარეობისას აბიტურიენტებისა და მეთვალყურეების ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნება. მადლობა ყველას იმ მაღალი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ორმხრივად გაზიარებულია როგორც აბიტურიენტების, ასევე ორგანიზატორების მხრიდან“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ნუნუ მიცკევიჩმა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა ჯანმრთელი, მშვიდი და აკადემიური გარემოს შექმნაზე ზრუნვას.

წაკითხვა 462 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.